ადგილობრივ კერძო სექტორს მოსწავლეებმა 11 პროექტი წარუდგინეს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას. მათგან 7 პროექტს ადგილზე დაპირდა მხარდაჭერას ბიზნესსექტორის სხვადასხვა წარმომადგენელი, ხოლო მოლაპარაკებები გრძელდება დანარჩენებთან. სკოლა-ბიზნესის ფორუმზე მოსწავლეებს სტაჟირების შესაძლებლობები შესთავაზეს კომპანიებმა “ჭრელა”, “Geo-Flower” და “ბარაკონი”.ღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის სპეციალისტმა ელენე ჩხეიძემ, რომელმაც განმარტა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისთვის. ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ სასტუმრო “მანინოს” თანადამფუძნებელი შოთა საგანელიძე, “ბლაუენშტაინ საქართველოს” რეგიონული მენეჯერი თენგიზ აკობია და შპს გეო-ფლაუერის წარმომადგენელი ნათია ლუხუტაშვილი. რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო სვანეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია NGO AIC ფონდი აფხაზინტერკონტი