2016 წლის 11 მაისს, ბათუმის ბულვარში მოეწყო აქცია – „გავუფრთხილდეთ დედამიწას“. აქციის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ბუნების დაცვის საკითხებზე და ახალგაზრდების გააქტიურება ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების პროცესში.
საინფორმაციო კამპანია დაიწყო მსვლელობით, რომლის დროსაც მოსწავლეებმა დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები და მოუწოდეს მოსახლეობას ბუნების დაცვისკენ. აქციაზე მოეწყო ეკოლოგიის თემაზე ხატვა და ნახატების გამოფენა.
სკოლა „არილის“ სამოქალაქო კლუბის წევრებმა წარმოადგინეს ფლეშმობი „გავუფრთხილდეთ დედამიწას“. ბუნების დაცვის კამპანია სკოლის „არილი“ სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების მიერ ბუნების დაცვის მიზნით ინიცირებული პროექტის ფარგლებში მოეწყო.
სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებს შეუერთდა აჭარის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეკო-კლუბის წევრები. მოსწავლეების ინიციატივას მხარი დაუჭირა ბათუმის მერიამ. „მე მხოლოდ დღეს არ ვზრუნავ დედამიწაზე, ჩემთვის ყოველი დღე დედამიწის დღეა, ერთად გავუფრთხილდეთ დედამიწას!“ – სთქვა ნია ჩხარტიშვილმა სამოქალაქო კლუბის „ოლიმპი“ ლიდერმა. აქციას აჭარის სატყეო სააგენტოს, ბათუმის საკრებულოს, აჭარის არქივის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბათუმის და ხელვაჩაურის რესურსცენტრების ხელმძღვანელებიც შეუერთდნენ. აქცია გაშუქდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ. აქციაში მონაწილეობას 120 მოსწავლე და პედაგოგი იღებდა მონაწილეობას.