ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით სკოლის ეზოში ძველი ძელსკამები განახლდა და ახლებიც დაიდგა. სოფლის გამგეობამ მოსწავლეებს სკოლის ეზოში სკამების დასამონტაჟებლად საჭირო მასალა გადასცა.
12 აპრილს, სკოლის ეზოში ახალი ძელსკამები დამონტაჟდა და არსებული ძელსკამები განახლდა. ძელსკამები დაიდგა ასევე, სკოლის სპორტული მოედნის გასწვრივ.
აღსანიშნავია, რომ კლუბმა გასულ სასწავლო წელს განახორციელა საგრანტო პროექტი, რომელიც სკოლის ღია სპორტული მოედნის აღდგენას და სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფას გულისხმობდა. ძელსკამების განახლებით კლუბის წევრებმა გრანტით შექმნილი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გააუმჯობესეს.
ძელსკამების დამონტაჟების სამუშაოები კლუბის წევრებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგის დახმარებით განახორციელეს.