ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტი განახორციელეს, რომელიც სკოლის ეზოს მოწესრიგებას ისახავდა მიზნად. მოსწავლეებმა, პედაგოგების დახმარებით, ძველი ქვევრებისგან დაამზადეს ქოთნები, შეღებილი ავტომობილის ბორბლებისგან და ქვებისგან ააწყვეს საყვავილეები, შეღებეს ხის კუნძები, რომლებსაც სკამების ფუნქცია მიენიჭა.
საყვავილეებში დარგეს 40 ძირი ვარდი და 30 სხვადასხვა სახეობის ყვავილი. კეთილმოწყობილი და გაშენებული ტერიტორია შემოიღობა, რათა დაცული იყოს პირუტყვისა თუ მაწანწალა ცხოველებისგან.
პროექტის განხორციელების პროცესში ჩაერთვნენ პედაგოგები, მშობლები, თემის წევრები სკოლის ადმინისტრაცია, კერძო სექტორი. ნარგავების მოვლაზე იზრუნებენ მოსწავლეები.