იმერეთის, პროგრამის პარტნიორი  სკოლების მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით თავისუფალ უნივერსიტეტში, თბილისის იუსტიციის სახლსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოში იმყოფებოდნენ. თავისუფალ უნივერსიტეტში  სტუდენტებთან და აბიტურიენტებთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის დაარსების, განვითარების და მის უპირატესობების შესახებ მოსწავეებისთვის პრეზენტაცია გამართეს.

მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს, საბუნებისმეტყველო დარგის მუზეუმს, კამპუსის ბიბლიოთეკას, კულინარიის აკადემიას, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის , ინჟინერიის და კომპიუტერული  მეცნიერებების ლაბორატორიებს. თბილისის იუსტიციის სახლიში მოსწავლეებს  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა  და   სექტორის კოორდინატორმა დეტალურად გააცნეს  იუსტიციის სახლის მისია,  სტრუქტურა და  სერვისები.

საინტერესო და შთამბეჭდავი იყო ვიზიტი გარემოს ეროვნულ სააგენტოში. ამინდის მოკლევადიანი პროგნოზის სამსახურის უფროსმა მოსწავლეებს გააცნო,  თუ   როგორ ხდება  ამინდის პროგნოზის  დადგენა  და გავრცელება.

ამინდის მოკლევადიანი   პროგნოზის სამსახურის  დათვალიერების შემდეგ მოსწავლეებს  გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი შეხვდა და  ესაუბრა  სააგენტოს საქმიანობაზე, გარემოს დაბინძურებასა და  მინერალურ რესურსებზე.