სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის ორგაბნიზებით, სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი – გიორგი კეკელიძე ეწვია.
ვიზიტი დაიგეგმა მოსწავლეთა პროექტის ფარგლებში, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკის გაანახლებას გულისხმობს. ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა სკოლას 75 ახალი წიგნი გადასცა. ასევე, დაიგეგმა მოსწავლეების ვიზიტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში.