2016 წლის 18 მარტს  ერედის, ქვეშეთისა და ანანურის საჯარო სკოლების მეცხრე-მეათე კლასის 22 მოსწავლე და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ეწვივნენ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს თბილისში. ვიზიტის მონაწილეები შეხვდნენ გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს ეკატერინე სხილაძეს, რომელიც სტუმრებს ბავშვთა უფლებებზე, ადრეულ ასაკში ქორწინების და მისი პრევენციის საკითხებზე ესაუბრა.

საინტერესო და აქტუალურმა თემებმა შეხვედრის ინტერაქტიული ხასიათი განაპირობა. მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, გამოხატეს საკუთარი პოზიციები.

ჯგუფის წევრებს გადაეცათ საინფორმაციო მასალა. სკოლებში დაბრუნებულმა მოსწავლეებმა მიღებული ინფორმაცია სკოლებში სხვა თანატოლებსაც გაუზიარეს.