ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლის ბიბლიოთეკის განახლება დაისახეს მიზნად. დახმარებისთვის სოფლის საკრებულოს დეპუტატს ბატონ სერგო ლობჯანიძეს მიმართეს.

ბატონმა სერგომ მოიწონა მოსწავლეების ინიციატივა და დახმარება გაუწია მათ – საკრებულომ შეიძინა 200 ლარის ოდენობის წიგნები და გადასცა სკოლას. „სულ გვაწუხებდა ის, რომ არ გვეძლეოდა შესაძლებლობა გავცნობოდით ახალ, თანამედროვე ლიტერატურას.

სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მოძველებული იყო და განახლებას საჭიროებდა. დახმარებისთვის თვითმმართველობას მივმართეთ და ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა უკვე მეორედ შედგა,“ აღნიშნა კლუბის ლიდერმა თინათინ ლობჯანიძემ.