PH International საქართველო მოხარულია გაცნობოთ ახალი თანამშრომლობის შესახებ. PH International საქართველოს პარტნიორობას გაუწევს მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC), რომელიც არის ქართული არაკომერციული ორგანიზაცია და დახმარებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს.

PH International საქართველოს ონლაინ პლატფორმის www.initiatives.ge გამოყენებით, მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს ყველა რეგიონიდან მონაწილეობას მიიღებენ საგრანტო კონკურსში, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC) მიერ გამოყოფილი თანხის მისაღებად. დაფინანსებული პროექტები ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნას.

საქართველოს სოფლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს აქვთ მომსახურების მიღების შეზღუდული წვდომა. მშობლებმა და ბავშვების ოჯახის წევრებმა მეტწილად არ იციან, თუ რა მომსახურების მიღება შეუძლიათ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ არსებული სტერეოტიპები ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში.

2008 წელს, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC) ჩაერთო საქართველოში ამგვარი პრობლემების მოგვარების საქმეში. მაკლეინის ასოციაციის მიზანია დახმარება გაუწიოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მოზარდებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან საქართველოში და სთავაზობს მათ საჭირო მომსახურებას, როგორიცაა ოკუპაციური თერაპიის ტრენინგები, რეგიონულ საგანმანათლებლო პროგრამებს და ინდივიდუალურ სწავლებას.

მაკლეინის ასოციაციამ საქართველოში დანერგა საინფორმაციო ცხელი ხაზი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ახალი და უნიკალური მომსახურება – გრანტის გაცემა პროექტებისთვის, რომლის მიზანი იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და მათი მომვლელების შემდგომი გაძლიერება და მხარდაჭერა. 2016 წლის მარტში, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC) და PH International საქართველოს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ წარმოადგინონ საპროექტო იდეები, რომლებიც დაეხმარება მათ სკოლებსა და თემებში ინკლუზიური გარემოს შექმნაში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მომავლის თაობა“ პარტნიორი 480 სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს საქართველოს ყველა რეგიონიდან.

კონკურსის ფარგლებში, 10-ზე მეტ გამარჯვებულს გადაეცემა გრანტი 1000 ლარის ოდენობით, რაც ხელს შეუწყობს თემში ინკლუზიური გარემოს შექმნას. გრანტების კონკურსს ადმინისტრირებას გაუწევს PH International. გრანტის მისაღებად გამოყენებული იქნება ონლაინ პლატფორმა www.initiatives.ge.

www.initiatives.ge არის პირველი ონლაინ გრანტის მიღების პლატფორმა საქართველოში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებსა და პედაგოგებს მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსებში სამოქალაქო ინიციატივებში ჩართულობისთვის. ამ პლატფორმის მეშვეობით 2014-2017 წლებში, USAID-ის მიერ დაფინანსებული და PH-ის მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (ACETT) ფარგლებში, გაიცა თანხები 555 პროექტისათვის 250,000 აშშ დოლარის ოდენობით.

მიმდინარე USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „მომავლის თაობა” ფარგლებში 81,000 აშშ დოლარის ოდენობის 180-მდე მცირე გრანტი დაფინანსდება სასკოლო და სათემო სამოქალაქო ინიციატივების ხელშეწყობისთვის. initiatives.ge-ზე ასევე გამოცხადდა მცირე გრანტების კონკურსი სკოლების და მოსწავლეების სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერისთვის, რომელიც იყო დაფინანსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის “კრისტალი” მიერ, მათი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

ონლაინ პლატფორმა www.initiatives.ge ხელმისაწვდომია ორგანიზაციებისთვის, კორპორაციებისთვის და დონორებისთვის, რომლებსაც სურთ, ონლაინ პლატფორმის გამოყენებით გამოაცხადონ კონკურსები და ხელი შეუწყონ სათემო პროექტების განხორციელებას.

დამატებითი ინფორმაცია მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: www.macgeorgia.org და www.initiatives.ge ან დაუკავშირდეთ PH International საქართველოში წარმომადგენლებს მეილზე: ph-ge@ph-int.org.

 

 

.