თბილისის №63 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საკმაოდ დაბინძურებული ქუჩების პრობლემის მოგვარება განსხვავებული გზით სცადეს. კლუბის წევრებმა 4 სხვადასხვა ქუჩაზე (უზნაძე, პასტერი, დგებუაძე და კახიძე) დაახლოებით 30 ადგილას, ასფალტზე გააკეთეს წარწერა -“ურნა 40 მეტრში”.

წარწერა მოსახლეობას ურნის ადგილმდებარეობას მიანიშნებდა და მოუწოდებდა ნაგავი ქუჩაში არ დაეყარათ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ინიციატივამ მართლაც გამოიწვია საზოგადოების ინტერესი და მას გამვლელებიც შემოუერთდნენ.

„ძალიან გვაწუხებდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაგვიანებული ადგილები და გადავწყვიტეთ ამ ხერხით მიგვექცია საზოგადოების ყურადღება, გამოჩნდა გამვლელი მოზარდი, რომელმაც სურვილი გამოთქვა დაგვხმარებოდა, ძალიან ბევრი ვიშრომეთ, იმედია, რომ ჩვენი შრომა ნაყოფიერი იქნება“-სთქვა კლუბის ლიდერმა ანა ქალებაშვილმა.