გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა  მცირე გრანტის პროექტის „ნათელი მომავალი“ ფარგლებში საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარეს, რომელშიც სკოლის სხვადასხვა კლასის და ასაკის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონცერტიდან შემოსული თანხით გარემონტდა სამქალაქო განათლების ოთახი, ხოლო  მცირე გრანტის პროექტის თანხით კლუბმა შეიძინა მაგიდა, სკამები  და  ფლიპჩარტის დაფა.

პროექტის მსვლელობის დროს კლუბის წევრებს საკლუბო მუშაობის უნარების განვითარების მიზნით ჩაუტარდათ  სემინარი თემაზე „გახდი საზოგადოების აქტიური მოქალაქე, ტრენინგი – „პროექტის დაგეგმვა და მართვა, ლიდერობა და კომუნიკაციის მეთოდები“. გამოცხადდა ესეების კონკურსი – „აქტიური მოქალაქის როლი საზოგადოებაში“ და ნახატების კონკურსი – „მე აქტიური მოქალაქე“.

2016 წლის 7 მარტს, სკოლაში ჩატარდა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ბ-ნი თამაზ უკანწყაროელი, მშობლები, პედაგოგები, მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაციის და საზოგადოება „ბილიკის“ წარმომადგენელები. ღონისძიების ჩატარების დრო ქალთა საერთასორისო დღეს დაემთახვა, გათამაშების სახით გამოვლინდნენ საუკეთესო მშობელი (დედა) და საუკეთესო მასწავლებელი.

მათ გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. ასევე, დაჯილდოვდნენ ესეების და ნახატების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები. დასრულს ბ-ნმა თამაზმა სკოლას და მოსწავლეებს პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა და სამომავლოდ მხარდაჭერას დაპირდა.