2016 წლის 17 მარტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის №1 საჯარო სკოლის მე-10 კლასში ჩატარდა სამოქალაქო განათლების სამოდელო გაკვეთილი თემაზე „ნაადრევი ქორწინება“. გაკვეთილი ჩაატარა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა დათო ხასაიამ.

გაკვეთილის მსვლელობის დროს პედაგოგმა გამოიყენა დამხმარე სახელმძღვანელო “მონაწილეობა სკოლის თვითმართველობაში“. გაკვეთილის მსვლელობისას კლასის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში, კარგად იყვნენ გარკვეული საკითხში და დისკუსიაშიც აქტიურად ერთვებოდნენ.

გაკვეთილის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. სამეგრელოს რეგიონის პედაგოგებმა განიხილეს ჩატარებული გაკვეთილი და გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება.

გაკვეთილს ესწრებოდნენ სამეგრელოს რეგიონის წალენჯიხის, სენაკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 14 პედაგოგი, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური კოორდინატორი, პარტნიორი ორგანიზაციის „ათინათი“, პროგრამის „მომავლის თაობა“ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.