თებერვლის თვეში, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, გამოცხადებულ იყო პოსტერების კონკურსი ბულინგის თემაზე. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჯანდარას, თელეთის, კალინინოს, გარდაბნის №4 საჯარო სკოლაში და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების – არაფლოს, ილმაზლოს, ქეშალოს, კირაჩმუღანლოს, ზემო სარალის, ყულარის, თაქალოს, შაუმიანის № 2 და კაჩაგანის № 1 საჯარო სკოლებში ჩატარდა ტრენინგი/სემინარი ბულინგის თემაზე.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია რას ნიშნავს ტერმინი ბულინგი, რა გამოხატულებები აქვს მას, ვინ არის ბულინგის მსხვერპლი, ვინ არის მოძალადე. იმსჯელეს, როგორ შეიძლება იქნეს თავიდან აცილებული მსგავსი ძალადობრივი ქმედება მათ სკოლასა თუ თემში.
ინფორმაციის მიღების შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები/პოსტერები ბულინგის თემაზე. საკითხი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა.
კონკურსის ფარგლებში შეიქმნა 100-ზე მეტი პოსტერი. მათი გამოფენა მოეწყო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის სააქტო დარბაზში. გამოვლინდა 4 გამარჯვებული. დაწესდა დამსწრე საზოგადოების სიმპათიის პრიზიც. შეკრებილმა სამოქალაქო კლუბის წევრებმა თავად მისცეს ხმა მათთვის სასურველ ნახატს და ამგვარად, გამოვლინდა კიდევ ერთი გამარჯვებული. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფასიანი პრიზებით. კონკურსის შედეგად მოსწავლეებმა აიმაღლეს ცნობიერება ბულინგის შესახებ და შეისწავლეს მისი პრევენციის გზები.