2016 წლის 4 მარტს  თბილისის 6 სკოლის 10 მოსწავლე  ქალთა საინფორმაციო ცენტრს ეწვია. მოსწავლეებს ცენტრის დამფუძნებელი ელენე რუსეცკაია და გენდერული ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობისა და სოციალური განათლების მიმართულების კოორდინატორი მამუკა გაჩეჩილაძე შეხვდნენ.

ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს პრეზენტაცია გენდერულ თანასწორობისა და  ოჯახში ძალადობის შესახებ. ასევე, გასცეს პასუხები მოსწავლეთა შეკითხვებს.

მათ შორის, პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში  ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე და კვოტირების სისტემაზე. შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებს საჩუქრად გადასცეს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პლაკატები.

ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან მომავალი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.