2016 წლის 6 მარტს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი სტუმრობდა. მან პედაგოგებს თავის გამოცდილებაზე უამბო, თუ როგორ თანამშრომლობს პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორ სკოლებთან და როგორ უჭერს მხარს ახალგაზრდებს სკოლისა და თემის პრობლემების გადასაჭრელად.

შეხვედრაზე ქალბატონმა შორენამ ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომლის ფარგლებშიც იგი ქ. თბილისში პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებთან აქტიურად, სისტემატურად ითანამშრომლებს ახალი იდეების და ინიციატივების მხარდასაჭერად.