2016 წლის 25 თებერვალს, ბათუმში, სასტუმროში „ინტურისტი“, ახალგაზრდული ფორუმი „სამოქალაქო კლუბის წევრობიდან აქტიურ მოქალაქეობამდე“ გაიმართა. ფორუმის მიზანი მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით ადგილობრივი თემის საჭიროებების გამოვლენა  და გადაწყვეტილებების მქონე პირებთან ერთად  პრობლემის მოგვარების გზების მოძიება იყო.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის პარტნიორი 18 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა. ფორუმზე, მოსწავლეებმა,  ფასილიტატორების და პროგრამის ფარგლებში მომზადებული მასალის დახმარებით,  ჯგუფებში იმუშავეს თემში, სკოლაში  არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე; შეიმუშავეს საპროექტო იდეები – საგზაო უსაფრთხოების, ეკოლოგიის, უმუშევრობის, ძალადობის პრობლემების მოგვარების მიზნით.

საპროექტო იდეები მოსწავლეებმა წარუდგინეს ფორუმზე მოწვეულ სტუმრებს რეკომენდაციების მიღების მიზნით. სტუმრებმა  მოსწავლეების პრეზენტაციები  დადებითად შეაფასეს  და პროექტებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

„გამიხარდა, რომ მოსწავლეებთან შეხვედრის საშუალება მომეცა. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ახალგაზრდები ასეთი პრობლემების მოგვარებაზე ამ ასაკში თავად ზრუნავენ. სწორედ ამ დროს, როცა მოსწავლეები ასეთ პრობლემებს გვაცნობენ და ასახელებენ მათი მოგვარების გზებს, ჩვენ უფრო მეტად უნდა გამოვხატოთ თანადგომა. მე, ნებისმიერ დროს  მზად ვარ ჩვენი ოფისის ფართი, რესურსები  გამოვყო და თავად ჩავერთო  მოსწავლეების  მიერ წარმოდგენილ პროექტების განხორციელების პროცესში“ – სთქვა მაყვალა კვირიკაძემ, ქალ – ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ. ახალგაზრდულ ფორუმზე მოწვეული იყო აჭარის განათლების სამინისტროს  არასამთავრობო ორგანიზაციების, აჭარის პროფკავშირების წარმომადგენლები. ფორუმში 65-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდული ფორუმი გააშუქა ადგილობრივმა მედიამ. http://ajaratv.ge/ge/news/society/akhalgazrduli-forumi-batumshi/107478

http://tv25.ge/?page=news&news_id=19674№.VtAaNH2LTct