მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის თემაზე საკლასო პროექტი განახორციელეს. სკოლის ეზო საჭიროებდა შემოღობვას, რადგან ეზოში მსხვილფეხა საქონელი შემოდიოდა და აზიანებდა ნარგავებს.
მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მოეგვარებინათ პრობლემა, მათ დაასუფთავეს სკოლის ტერიტორია, დახმარებისათვის მიმართეს სკოლის ადმინსტრაციას, რომელმაც გამოყო გარკვეული თანხა საჭირო მავთულბადის შესაძენად და სკოლის შემოსაღობად. მოსწავლეების ინიციატივას მხარი დაუჭირეს მშობლებმა და პედაგოგებმა, ისინი აქტიურად ჩართვნენ ეზოს შემოღობვის სამუშაო პროცესში.
შემდეგ, მოსწავლეებმა მიმართეს ადგილობრივ გამგეობას, რომელმაც მათ მარადმწვანე ნარგავები გადასცა. მოსწავლეებმა ჩაატარეს გამწვანების აქცია, დაირგო მარადმწვანე ბუჩქები, რომლებიც ეკლიანი ბადით შემოსაზღვრეს.
ახლა სკოლას აქვს დაცული, გამწვანებული და გალამაზებული ეზო. მოსწავლეებმა კი ითავეს ნარგავების მოვლა.