პროგრამის ,,მომავლის თაობა“ კახეთის რეგიონის პარტნიორი საჯარო სკოლების მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თელავის განყოფილებას ეწვივნენ. მოსწავლეები გაეცნენ სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას და მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა კატასტროფების დროს.
ვიზიტის დროს მოსწავლეებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ ხანძრის ჩაქრობის და სასწავლო განგაშის სიმულაციებში. ,,ჩვენ ყოველთვის მივესალმებით მოსწავლეებთან შეხვედრას, დღეს ჩატარდა სასწავლო განგაში და ხანძრის ჩაქრობის სიმულაცია, ყველაზე მეტად მოსწავლეებს ეს უკანასკნელი მოეწონათ.
იქნებ სამომავლოდ ვინმემ აირჩიოს კიდეც მეხანძრის პროფესია “ – სთქვა შეხვედრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თელავის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკა ყლარტიაულმა.