სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, 2015 წლის ნოემბერში, გამოცხადდა აქცია სახელწოდებით – „ჩემი ტურისტული სააგენტო“, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პოპულარიზაცია მოსწავლეების მიერ სოციალური მედიის გამოყენების გზით. აქციის დაწყებამდე მოსწავლეები შეხვდნენ გიდების ასოციაციის წარმომადგენელს, რომელიც მათ ტურიზმის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ასევე, მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები სოციალური მედიის გამოყენებასა და თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი ბლოგების შექმნაში, რის შემდეგაც აქცია აქტიურ ფაზაში შევიდა. აქციაში თბილისის 7 სკოლის (№30, 171, 186 192, 210, 217 და კერძო სკოლა ოპიზა) სამოქალაქო განათლების კლუბების 40 -მდე მოსწავლე ჩაერთო.

მოსწავლეებმა თვენახევრის განმავლობაში შექმნეს ბლოგები, YouTube-გვერდები და მასზე განათავსეს ყველა ის მასალა, რაც აქციის ფარგლებში მოაგროვეს და დაამუშავეს. მოსწავლეებმა აირჩიეს საქართველოს რეგიონები და სოციალური მედიის გამოყენებით საზოგადოებას გააცნეს მათი ისტორიული ძეგლები, კულტურული მემკვიდრეობა და ტურისტული მარშრუტები.

აქციის ფარგლებში შეიქმნა 7 ბლოგი და 70-მდე პოსტი, რომელსაც ჯამში 5000-ზე მეტი მნახველი ჰყავდა. აქცია ორგანიზებული იყო პროგრამის “მომავლის თაობა” პარტნიორი ორგანიზაციის “თბილისის მოზარდთა სახლის” მიერ. აქციის ფარგლებში შექმნილი ბლოგები:

http://siinatle.blogspot.com/

https://racharegion.wordpress.com/

https://goadjara.wordpress.com/

https://qartlisite.wordpress.com/

https://mtianiachara.wordpress.com/

https://chemituristulisaagento.wordpress.com/