2016 წლის 10 თებერვალს, ბათუმის №23 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ბ-ნმა გურამ ფარტენაძემ, X კლასში სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილი ჩაატარა. ღია გაკვეთილის თემა იყო “თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან”.
გაკვეთილის ჩასატარებლად მასწავლებელმა გამოიყენა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო. გაკვეთილზე მოწვეული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, სამოქალაქო დარგების თავმჯდომარე ბ-ნი მამუკა შავაძე.
გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევის წესს და მუშაობის სპეციფიკას. გაკვეთილის დასასრულს, მოწვეულმა სტუმარმა თავად ისაუბრა თვითმმართველობის როლზე და თანამშრომლობის გზებზე და სამოქალაქო აქტივობებში მხარდაჭერა შესთავაზა.
მოსწავლეებმა სტუმარს გააცნეს სკოლის და თემის პრობლემები, რომლებიც მათ მიერ იყო გამოვლენილი. ეს პრობლემები სკოლის ეზოს შემოღობვას და სკოლის წინ საგზაო ნიშნების დადგმას უკავშირდება. სტუმარმა მოსწავლეებს მხარდაჭერა აღუთქვა. ღია გაკვეთილი წარმატებით დასრულდა. მოსწავლეებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის გზები დაისახა. ღია გაკვეთილს პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის და პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.