მხარდამჭერმა კომპანიამ უკვე გამართა ონლაინ შეხვედრა მოსწავლეებთან, სადაც განიხილეს სამოქმედო გეგმა.პროექტი „იცხოვრე ჯანსაღად, იზრუნე მომავალზე“ მიზნად ისახავს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მის ფარგლებში მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას ჯანსაღი კვების შესახებ, შედეგებზე დაყრდნოით კი გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები. ასევე, სკოლის სპორტული დარბაზი აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით და ჩატარდება „მხიარული სტარტები“, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის ტურნირები. პროექტის დასკვნით ეტაპზე გაიმართება „კულინარიული დუელი“ და გამარჯვებულთა სიგელებით დაჯილდოება.
Related posts
სიახლე
რაჭაში, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეები ღვინის საწარმო ალვაზს ესტუმრნენ.
ოქტომბერი 24, 2024