სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; ფარგლებში ქუთაისის მე14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ჰუმანისტები;; წევრებმა, ერთი, ძალიან კარგი სოციალური კამპანია, სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეს. კამპანიას თავისი დევიზი ჰქონდა: ,,აჩუქე ერთი ადაპტური წიგნი ბავშვთა დღის ცენტრს;;.
თუმცა, სლოგანის გარდა, მისი ისტორიაც არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანია. რამდენიმე თვის წინ ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ,,ჯადოსნური სამყაროს;; ზღაპართოთახს მეზღაპრის მანტიით ქუთაისის მე14 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა ჩუბინიძე კლუბის წევრებთან ერთად ესტუმრა.
ამ სტუმრობის შედეგად რამდენიმე კარგი იდეა გაჩნდა. სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს შშმ ბავშვებთან ერთად თოჯინური სპექტაკლი დაედგათ.
სამოქალაქო კლუბმა სპეციალურად სპექტაკლისთვის სკოლაში სცენარის კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებული პიესა ,,ტყის სამართალი;; გახდა, დაიწყო ყოველდღიური დამღლელი და საინტერესო რეპეტიციები დღის ცენტრში, პრემიერაც მოეწყო ბევრი ტაშითა და ოვაციით, თუმცა, „ჰუმანისტები“ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლნენ. შშმ ბავშვთა დღის ცენტრის საჭიროებების გამოკვლევა დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად დღის ცენტრის აღსაზრდელებს ადაპტური წიგნები სჭირდებოდათ. და, ახალი კამპანიაც გაჩაღდა გადაიღეს ვიდეო, https://www.youtube.com/watch?v=tPGoSHTCgkw&feature=youtu.be; facebook-ზე შეიქმნა ღონისძიება სახელწოდებით ,,აჩუქე ერთი ადაპტური წიგნი შშმ ბავშვთა დღის ცენტრს;;. კამპანიას თითქმის მთელი სკოლა შეუერთდა, განსაკუთრებით მონდომებით მასში თავად სკოლის დირექტორი ნონა ჩუბინიძე ჩაერთო, ისედაც ქალბატონი ნონა კლუბის ყველა იდეის ყველაზე კარგი მხარდამჭერი და პარტნიორია. სკოლის ყველა კლასის დამრიგებელი და მოსწავლე ჩაერთო ღონისძიებაში, სამოქალაქო კლუბის წევრებმა სხვა სკოლები და კლუბებიც გამოიწვიეს ქუთაისის №6, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბები, აქციას ქუთაისის № 37 , 7, 30 საჯარო სკოლები, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,განათლება და სამყაროსთან;; არსებული ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის წევრები და სკოლის მანდატური სამსახურიც შეუერთდნენ. სამოქალაქო კლუბის წევრებმა საერთო ჯამში 35 ადაპტური წიგნი შეაგროვეს და ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრს ,,ჯადოსნურ სამყაროს;; გადასცეს.