2015 წლის ბოლოს, აჭარის, სამცხე ჯავახეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართა. შეხვედრებზე პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა გააცნეს ადგილობრივ საზოგადოებას – პარტნიორი სკოლების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
პროგრამის მიმდინარეობაზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს რეგიონში პროგრამის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობის პრეზენტაცია გააკეთეს ფორუმის რეგიონალურმა კოორდინატორებმა.
საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მცირე გრანტის პროექტების შესახებ ისაუბრეს და წარმატებული ინიციატივების პრეზენტაციები წარმოადგინეს პარტნიორი საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. წარმატებული საქმიანობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სკოლის დირექტორები და მოსწავლეები.
ინფორმაცია სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიებების შესახებ გაშუქდა ადგილობრივი მედიის მიერ.