ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები გაეცნენ მოსწავლეების მიერ შექმნილ 15 პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას. ფორუმზე მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი ხედვა გაეზიარებინათ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში. ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის ფორუმზე კომპანიებმა მოსწავლეებს შესთავაზეს სტაჟირების შესაძლებლობები. ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნანიკო კუპრაშვილი და “ნათენაძის მარანის” დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე. სამცხე-ჯავახეთში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორია “ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი”.
Related posts
სიახლე
რაჭაში, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეები ღვინის საწარმო ალვაზს ესტუმრნენ.
ოქტომბერი 24, 2024