2014 წლის 23 ოქტომბერს ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,ედელვაისის“ 17 წევრი და კლუბის მეურვე პედაგოგი ციცინო ბექაური ესტუმრნენ თიანეთის პოლიციას და ახლადგახსნილ იუსტიციის სახლს. კლუბმა ეს ვიზიტი დაგეგმა სამართალდაცვის საკითხებში უკეთ გარკვევის მიზნით.
პოლიციის განყოფილებაში ვიზიტის მონაწილეებს სამსახურის ფუნქციები გააცნო და შენობა დაათვალიერებინა განყოფილების თანამშრომელმა და ხევსურთსოფლის სკოლის კურსდამთავრებულმა გიორგი გუშარაშვილმა. ვიზიტის მონაწილეებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე, სოციალური ქსელებით სხვადასხვა ინფორმაციების მოძიების ხერხებზე და ასე შემდეგ.
ასევე საინტერესო აღმოჩნდა ვიზიტი თიანეთში ახლადგახსნილ იუსტიციის სახლში, სადაც სტუმრებს გააცნეს ის სერვისები, რომელსაც იუსტიციის სახლი შესთავაზებს მოსახლეობას, აუხსნეს აგრეთვე, ამ სერვისების მიღების პირობები და საშუალებები. კლუბის წევრებმა მოსმენილი ინფორმაცია გაუზიარეს თანატოლებს, პედაგოგებსა და მშობლებს.