ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო  სკოლის  მე-9 კლასის მოსწავლეები ბოლნისის სათნოების სახლს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა სახლის ბინადრებს საჩუქრად გადასცეს წინასწარ თემში შეგროვებული ტანსაცმელი, ტკბილეული, ბურღულეული და სხვა საჭირო პროდუქტები.

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა ხანდაზმულებს კონცერტი ჩაუტარეს. მოსწავლეები მომავალშიც გეგმავენ სათნოების სახლთან თანამშრომლობას, ხანდაზმულებზე ზრუნვას და მათთვის  საინტერესო საღამოების მოწყობას.