2015 წლის 23 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეების ინიციატივით სკოლაში დასუფთავების აქცია განხორციელდა. სკოლის წინ მდებარე სანიაღვრე არხი წლების განმავლობაში არ გაწმენდილა.

ამის გამო, წვიმის დროს, სკოლის ეზო იტბორებოდა და არასასურველი ჰიგიენური მდგომარეობა იქმნებოდა სკოლაში. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მათ ერთობლივად გაწმინდეს სანიაღვრე არხი და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.

ერტისი-ვაშლოვანის საექიმო ამბულატორიის წარმომადგენლებმა დახმარება გაუწიეს მოსწავლეებს – დასუფთავების აქციისთვის საჭირო სამუშაო იარაღებით უზრუნველყვეს.