სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; გურიის რეგიონის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებმა, 16 ოქტომბერი – სურსათის მსოფლიო დღე, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს. პროგრამის სამიზნე სკოლებში ჩატარებული შეხვედრების მთავარი მესიჯი ეკოლოგიურად სუფთა და ადგილობრივი წარმოების პროდუქტების პოპულარიზაცია იყო.
მოსწავლეებმა გამოფინეს ადგილობრივი ხილისა და თხილის ნაირსახეობები და თოთოეულ მათგანზე ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას გააცნეს. უმცროს კლასელებისთვის ჩატარდა ჯანსაღი კვების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები.
გაიმართა დისკუსიები თემაზე – „კაცობრიობის შიმშილისგან თავის დაღწევის გზები;;. მოსწავლეები ესტუმრნენ ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში არსებულ ტკბილეულის საწარმოს ,,სანდომი;;.
საწარმოს დათვალიერების შემდეგ სამოქალაქო კლუბის წევრებმა საწარმოს ხელმძღვანელებს გააცნეს სამოქალაქო კლუბის ფუნქციები და შესთავაზეს კლუბის მიერ დაგეგმილ ინიციატივებში თანმშრომლობა, რაზეც მათგან თანხმობა მიიღეს. სურსათის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო კლუბის წევრებმა ურეკის, მაკვანეთის, გურიანთის, კოხნარის, საჭამიასერის და ქვემო ბახვის საჯარო სკოლებიდან.