სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; ფარგლებში ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის მე10 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგის შორენა გუბლაძისა და კლასის დამრიგებლის ქეთევან კაკაბაძის მხარდაჭერით, წარმატებით განახორციელეს მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სასკოლო პროექტი ,,ჩემი მასწავლებელი;;. მოსწავლეებმა, ასევე წარმატებით ითანამშრომლეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალთან;;, რომელმაც უზრუნველყო სასაჩუქრე პაკეტები პედაგოგებისთვის.
მასწავლებლის დღეს, მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს, საჩუქრად მისალოცი ბარათები და ,,კრისტალის;; სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს. შორენა გუბლაძე, სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ,,მე და ჩემს მოსწავლეებს ძალიან გვინდოდა პედაგოგებისთვის ამ დღის განსაკუთრებულად მილოცვა, ამაში მსო ,,კრისტალი;; და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი დაგვეხმარნენ.
,,კრისტალმა;; მასწავლებლებისთვის საჩუქრები გადმოგვცა, ხოლო პარტნიორი ორგანიზაცია მისალოცი ბარათების დამზადებაში დაგვეხმარა. დიდი მადლობა მათ.
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ,,კრისტალთან;; სხვა სამომავლო გეგმებიც გვაქვს;;. პროგრამას ,,მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია “ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი”.