2015 წლის 24 სექტემბერს, ოზურგეთში გაიმართა სემინარი მაკვანეთის, ურეკის, კოხნარის, საჭამიასერის, ჯურუყვეთის, გურიანთის, სოფელ ოზურგეთის და ქვედა ბახვის საჯარი სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების მონაწილეობით. სემინარზე განიხილეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების პრობლემები.
სემინარს უძღვებოდა ტრენერი ქ-ნი თამარ ლურსმანაშვილი. მონაწილეებმა ისაუბრეს სირთულეებზე, რომლებსაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები ხვდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში.
გაიმართა დისკუსია აღნიშნული პრობლემების მოგვარების შესახებ. სემინარის დასასრულს მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ამ საკითხების საზოგადოებისთვის მიწოდების მიზნით თემატური კედლის გაზეთის კონკურსი ჩაატარონ გურიის რეგიონის სკოლებს შორის.
,,განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა შესახებ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ჯერ კიდევ მყარადაა ფეხმოკიდებული. სწორედ მსგავსი შეხვედრები არის საჭირო საზოგადოებაში არსებული შეხედულებების შესაცვლელად. აღნიშნულმა სემინარმა სრულიად შეცვალა ჩვენი წარმოდგენები ამ მიმართულებით. ამისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს ტრენერს ქ-ნ თამარ ლურსმანაშვილს, რომელმაც ალბათ ყველაზე კარგად იცის, თუ რა სირთულეების გადალახვა უწევთ მსგავსი საჭიროებების მქონე ადამიანებს, რადგან თვითონ ეტლით უხდება გადაადგილება;; – აღნიშნა სოფო მუჯირმა, მაკვანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა.