2015 წლის 18 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ პარტნიორი საჯარო სკოლების მოსწავლეები „მსოფლიო დასუფთავების დღეს“ დასუფთავების აქციით შეუერთდნენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობით, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის, მუსხის და ზველის სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა ურაველის ხეობა დაასუფთავეს.
მოსწავლეების მიერ შეგროვილი ნაგვის გატანა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დასუფთავების სამსახურმა უზრუნველყო. „სამცხე-ჯავახეთის დასუფთავების საყოველთაო აქციას დევიზით – „ჩვენი ქვეყანა…
ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობა…“ ახალციხის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა საჯარო სამსახურების, საჯარო სკოლების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. მოხარული ვარ, რომ ამ ინიციატივას ახალგაზრდები შეუერთდნენ. კიდევ არა ერთხელ ვითანამშრომლებთ ჩვენ მათთან,“ – განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ბ-ნმა გურამ მელიქიძემ. „დასუფთავების კამპანია ტრადიციულად ყოველი წლის სექტემბერში ტარდება და მასში 135-მდე ქვეყანა მონაწილეობს. მიხარია, რომ ჩვენ, როგორც მომავლის თაობა, ვერთვებით აღნიშნულ კამპანიაში და მომავალშიც ვაპირებთ დასუფთავების აქციების გამართვას“, – აღნიშნა მუსხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „იმედი“ წევრმა ქრისტინე ინასარიძემ.