2015 წლის 28 ივლისს, C ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, პროგრამის ,,მომავლის თაობა” იმერეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების ინიციატივით, ქუთაისში ჩატარდა საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით ,,Stop C”. მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები C ჰეპატიტის შესახებ.
ბუკლეტები ქალაქის ცენტრსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაარიგეს. თეკლა ჟორჟოლიანი, სამოქალაქო კლუბის ,,ლამპარი” წევრი: ,,მიუხედავად იმისა, რომ ცხელი ზაფხულია, ჩვენ, სამოქალაქო კლუბის წევრებმა ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, C ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოვხმაურებოდით.
დავგეგმეთ საინფორმაციო კამპანია, რადგან პრობლემის მოსაგვარებლად საზოგადოების ინფორმირება ყველაზე მნიშვნელოვანია”.