სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანისა და თაქალოს პარტნიორი საჯარო სკოლების 8 მოსწავლემ გაიარა სტაჟირების პროგრამა მარნეულის იუსტიციის სახლში. ოთხი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანელი მოსწავლეები იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ეხმარებოდნენ მოქალაქეებთან ურთიერთობაში, რათა მათ სრულად ესარგებლათ იუსტიციის სახლის სერვისებით.
15 ივლისს, მარნეულის იუსტიციის სახლში, მარნეულის იუსტიციის სახლის მენეჯერმა გიორგი გოგალაძემ მოსწავლეებს მოხალისეობრივი საქმიანობისათვის სიგელები გადასცა. სიქამ ასევე დააჯილდოვა აქტიური მოხალისეები პროგრამის მაისურით და სხვა სამახსოვრო საჩუქრებით.