თერჯოლის კერძო სკოლამ ,,მზეკაბანი 2007;; წარმატებით განახორციელა მცირე გრანტის პროექტი – ,,ბიბლიოთეკა წიგნიერების ქვაკუთხედი;;. პროექტის მიზანი იყო სკოლის ბიბლიოთეკის მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურით განახლება.
პროექტის მონაწილეებმა მოაწყვეს აქცია ,,ერთი წიგნი სკოლას;;, თემში მცხოვრები მოსახლეობა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები, ექიმები, მუსიკოსები თავიანთი ავტოგრაფით ჩუქნიდნენ წიგნებს სკოლის ბიბლიოთეკას. აქციის ფარგლებში, სკოლის ბიბლიოთეკა 111 წიგნით გამდიდრდა.
სადისტრიბუციო კომპანიასთან თანმშრომლობით, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, გრანტით მიღებული თანხით, მოსწავლეებმა შეიძინეს მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა, ამასთანავე, თერჯოლის კულტურული განვითარების მუნიციპალურმა ცენტრმა სკოლას უსასყიდლოდ გადასცა 100 წიგნი. სკოლის ბიბლიოთეკას საერთო ჯამში 338 წიგნი შეემატა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ბუკლეტი – ,,წიგნები, რომლებიც უნდა წაიკითხო სანამ მოსწავლე ხარ;; და სკოლის მოსწავლეებში გავრცელდა. პროექტის მონაწილეებმა მოაწყვეს კონფერენცია – ,,თანამედროვე მწერლები;; და დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის კითხვის დღეები დააწესეს, უფროსკლასელები პატარებს სხვადასხვა ზღაპრებს უკითხავდნენ და მერე ერთად განიხილავდნენ. ,,ეს იყო პროექტი, რომლის განხორციელების დროს სკოლა, თემი, ადგილობრივი ხელისუფლება და სხვადასხვა ორგანიზაციები გაერთიანდნენ. პროექტის ფარგლებში შედგა სხვადასხვა უწყებებთან, ორგანიზაციებთან მრავალმხრივი თანამშრომლობა, რითაც საფუძველი ჩაეყარა სამომავლო ერთობლივ ღონისძიებებს,;; ამბობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ხათუნა დიდიძე. პროექტის წარმატებით ადგილობრივი მედიაც დაინტერესდა, გაზეთმა ,,თერჯოლა;; ორჯერ გააშუქა პროექტის მიმდინარეობა. ლევან ობოლაძე, მოსწავლე, პროექტის ავტორი: ,,ვამაყობთ, რომ პროექტი ,,ბიბლიოთეკა წიგნიერების ქვაკუთხედი“ სიცოცხლისუნარიანია. განახლებული ბიბლიოთეკა თაობებს მოემსახურება, გაგრძელდება აქციები სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შესავსებად, ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებისათვის. პროექტის ფარგლებში მიღებულმა უნარჩვევებმა გააძლიერა ჩვენი, მოსწავლეთა სურვილი განვაგრძოთ სხვადასხვა პროექტებში, თუ პროგრამებში, აქტიური მონაწილეობა. ჩვენ გავაგრძელებთ წარმატებით დაწყებულ თანამშრომლობას‘;.