,უდიდესი სიამოვნება იყო, ვყოფილიყავი საია-ს სტაჟიორი. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამ პროცესისგან. შევიძინე ახალი მეგობრები, გავიცანი უმაგრესი ორგანიზაცია და ადვოკატები, დავამყარე მათთან ურთიერთობა და გავხდი უფრო მეტად თავდაჯერებული. გავიგე, როგორი კონსულტაციების ჩატარება შეუძლიათ მათ და რა გავლენას ახდენენ. ყველაზე მეტად ის ფაქტი მომწონს, რომ ჩემი აზრი გავამყარე ჩემს მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით.“ – ამბობს 14 წლის ანრი მელაძე.ანრი ერთ-ერთია USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული 7 მოსწავლიდან, რომლებმაც სტაჟირება გაიარეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. სტაჟირების ფარგლებში მოსწავლეები დაესწრნენ სასამართლო პროცესსს. ასევე, გაეცნენ სარჩელის მოზადებისა და წარდგენის წესებს. “საინტერესო იყო, სასამართლოში პროცესებზე დასწრება და ზოგადად პროცესის ნახვა, იურიდიული დოკუმენტების მომზადების შესწავლა და კონსულტაციის გაწევა მოქალაქეებისთვის.“ – ამბობს შოთა მემიაძე, 14 წლის.
Related posts
სიახლე
რაჭაში, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეები ღვინის საწარმო ალვაზს ესტუმრნენ.
ოქტომბერი 24, 2024