თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, მცირე გრანტის პროექტის „მე მიყვარს ჩემი სოფელი“ ფარგლებში, იზრუნეს თემის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. პროექტის ფარგლებში სოფელში მოეწყო სათემო ეკო-აქცია, რომელსაც მხარი დაუჭირეს თემის წევრებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

ისინი, მოსწავლეებთან ერთად, უშუალოდ მონაწილეობდნენ დასუფთავების პროცესში. ასევე, ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყო ნარჩენების გატანა-ტრანსპორტირება.

სათემო მონაწილეობით და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, გასუფთავდა სოფლის ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორია და გზისპირა სანიაღვრე არხი. ეკო-აქცია გაშუქდა ადგილობრივი მედიის მეშვეობით – გაზეთი „დიდგორელები“.