2015 წლის 18-19 ივნისს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამგეობის წევრებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი – „ორგანიზაციის PR-ი და მარკეტინგი“. ტრენინგის დროს მონაწილეებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა ორგანიზაციის ცნობადობის გაზრდის მიზნით.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის PR-ისა და მარკეტინგის საბოლოო სტრატეგიული გეგმის შემუშავებისთვის გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფორუმის კოორდინატორები, გამგეობის წევრები, ადმინისტრაციის, CTC-ისა და PH intrenational-ის წარმომადგენლები. ტრენინგი გაიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH international ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.