2015 წლის 23 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით გაიმართა კრიტიკული მეგობრის, პროფესიული გაზიარების ჯგუფების შეხვედრები. საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა 22 შეხვედრა და მას 144 სამოქალაქო განათლების პედაგოგი დაესწრო.
კრიტიკული მეგობრის, პროფესიული გაზიარების ჯგუფების შეხვედრებზე გამოყენებული მეთოდი საშუალებას აძლევს პედაგოგებს დახმარება გაუწიონ ერთმანეთს სხვადასხვა დილემის გადაჭრაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ზრდას. ჯგუფების მუშაობას უძღვებოდნენ ფორუმის რეგიონალური კოორდინატორები, რომლებმაც წინასწარ გაიარეს ტრენინგი ამ მიმართულებით.
პროფესიული გაზიარების ჯგუფების მონაწილეები მომავალშიც გააგრძელებენ მუშაობას და დახმარებას გაუწევენ სხვადასხვა სკოლების პედაგოგებს. შეხვედრები წარიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH international ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.