ლიკა ჩილაშვილი და მარი ხინგავა საზაფხულო ონლაინსკოლის კურსდამთავრებულები არიან, რომლებმაც შეისწავლეს ვებდიზაინის შექმნა Figma-ში. მიღებულ ცოდნას ახლა თანატოლებს უზიარებენ და მათთვის ვებდიზაინის ლექციებს ატარებენ. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამამ საზაფხულო ონლაინსკოლა GeoLab-თან ერთად განახორციელა.