მცხეთა–მთიანეთის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრმა პედაგოგებმა კოლეგებთან
ერთად შეაგროვეს დახმარება სტიქიით დაზარალებულთათვის. პედაგოგებმა და მოსწავლეებმა
შეაგროვეს როგორც თანხა, ასევე საკვები და არასაკვები პროდუქტები და მიიტანეს ქ.
თბილისის ვაკე–საბურთალოს გამგეობის ტერიტორიაზე არსებულ დახმარების მიმღებ პუნქტში,
ხოლო თანხა გადაირიცხება საბანკო ანგარიშზე.