სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის” ფარგლებში შექმნილი სურამის N 2 საჯარო სკოლის “ეკო პატრულის” ჯგუფი შეუერთდა საქველმოქმედო აქციას თბილისის წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. მოსწავლეების ინიციატივით თემში შეგროვდა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები და ჰიგიენის საშუალებები.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც მოსწავლეებმა, ისე პედაგოგებმა და სურამის თემის წარმომადგენლებმა. შეგროვილი ნივთები მოსწავლეებმა მიიტანეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილ საგანგებო შტაბში.