სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანებიან და დაზარალებულებს საჭირო ნივთებით ეხმარებიან. თბილისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა და სამოქალაქო კლუბების მეურვე პედაგოგებმა სტიქიით დაზარალებულებისთვის ტანსაცმელი და საჭირო ნივთები შეაგროვეს და გამგეობებში მიიტანეს.
ახალგაზრდა მოხალისეები შეგროვილ ნივთებს ახარისხებდნენ და ტრანსპორტირებისათვის ამზადებდნენ. გამგეობებში, სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები სასკოლო სამოქალაქო კლუბების კურდამთავრებულებთან ერთად მოხალისეობდნენ.
ახალგაზრდა მოქალაქეებმა ასევე დაიწყეს შემეცნებითი ღონისძიების ორგანიზება სტიქიით დაზარალებული ბავშვებისათვის. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან პედაგოგებმა და მოსწავლეებმა თბილისის წყალდიდობით დაზარალებულების მიმართ ასევე გამოიჩინეს თანადგომა.
მათ შორის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის სასკოლო სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა დაზარალებულებისათვის თემში პირველადი მოხმარებისა და ჰიგიენის ნივთები შეაგროვეს. სასკოლო სამოქალაქო კლუბები აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „მომავლის თაობა“ ფარგლებში შეიქმნა. პროექტს ორგანიზაცია PH International ახორციელებს.