სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები და მათი პედაგოგებიაგრძელებენ ძალისხმევას სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კოლეგებთან ერთად შეაგროვეს დახმარება დაზარალებულთათვის.

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა შეაგროვეს როგორც თანხა, ასევე საკვები და არასაკვები პროდუქტები. ბათუმში მოსწავლეებმა დაზარალებულ თანატოლთათვის წიგნები და სასკოლო ნივთები შეაგროვეს.

ზუგდიდში ერთმა ახალგაზრდამ ადგილობრივ კაფეში იმუშავა, რათა თბილისში დაზარალებულებს დახმარებოდა. სასკოლო სამოქალაქო კლუბების საქმიანობა ხელშეწყობილია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „მომავლის თაობა“ მიერ, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს.