2015 წლის 16-17 ივნისს, დაბა ურეკის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა 13 ივნისს თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თემის მობილიზებას ორგანიზება გაუწიეს. მოსწავლეებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს დახმარების აქციის შესახებ და მოუწოდეს დახმარებოდნენ დაზარალებულებს.
ამ მიზნით, სოფელში განთავსდა შემოწირულობის ყუთები. ამ გზით კლუბის წევრებმა გარკვეულ თანხას მოუყარეს თავი, რომელიც გადაირიცხება სტიქიით დაზარალებულთა ანგარიშზე.
დიმიტრი კვირკველია სამოქალაქო კლუბის ლიდერი: ,,სოფლის მაცხოვრებლები სიამოვნებით ათავსებდნენ თანხას შემოწირულობათა ყუთში. ბევრმა მათგანმა მადლობა გადაგვიხადა, რომ ამ დიდ საქმეში მონაწილეობის საშუალება მიეცათ.;;
ცისანა ჭეფხოძე სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ,,სიკეთის კეთება გადამდებია.
კლუბის წევრების მიერ წამოწყებულ აქციას ურეკის საჯარო სკოლის მასწავლებლები გამოეხმაურნენ, რომლებიც ასევე გადარიცხავენ თანხებს სტიქიით დაზარებულთა ანგარიშზე “.