სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით შიდა ქართლში მოეწყო დახმარების აქცია, 14 ივნის თბილისში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. აქციაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ,,მომავლის თაობა“ შიდა ქართლის პარტნიორი სკოლების პედაგოგებმა, მოსწავლეებმა, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მშობლებმა და პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის – საზოგადოება „ბილიკის“ წევრებმა.

ინფორმაცია აქციის შესახებ გავრცელდა სოციალური ქსელის მეშვეობით და ასევე პირადი კონტაქტებით, რის შედეგადაც მცირე დროის მანძილზე მოხდა თანხის შეგროვება, ჰიგიენური საშუალებების, პროდუქტის შესყიდვა და გადაგზავნა დაზარალებულთა დასახმარებლად. აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს შიდა ქართლის სამოქალაქო განათლების ფორუმის რეგიონალურმა კოორდინატორმა ლელა წურწუმიამ და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მაგული სეხნიაშვილმა.

აქციაში ჩართულნი იყვნენ გორის N 12, 11, 9, 6, 4 და სოფლების ქვეშის, ყელქცეულის, ახალდაბის საჯარო სკოლები.