პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეები,
პედაგოგები და მშობლები როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან
კვლავაც აქტიურად აგრძელებენ აქციებს თბილისში,
13 ივნისის, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. აქციების შედეგად
მოსწავლეები აგროვებენ თანხას, ტანსაცმელს, ჰიგიენის საშუალებებს და სხვა საჭირო ნივთებს, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობებში და ასევე აწყობენ დაზარალებული ბავშვებისთვის
გასართობ ღონისძიებებს.

მსგავსი აქციები მომდევნო დღეებშიც აქტიურად გაგრძელდება.