სასკოლო სამოქალაქო
კლუბების მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან თბილისში
დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანებიან. თბილისში, ახალგაზრდა მოქალაქეები საკუთარ მოხალისეობრივ დახმარებას სთავაზობენ იმ
ადგილებში, სადაც სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სპეციალური პუნქტებია გახსნილი,
ხოლო მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დაზარალებულებული
მოსახლეობისთვის ტანსაცმელსა და სხვა საჭირო ნივთებს აგროვებენ.
ამ საქმიანობას
ახალგაზრდების მხრიდან ერთჯერადი ხასიათი არ ექნება და გააგძელებენ დაზარალებულების
დახმარებას ვიდრე ამისი საჭიროება იქნება.