სამოქალაქო განათლების პედაგოგის ლადო აფხაზავას ინიციატივით თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად აქცია დილიდანვე დაიწყო. აქციის ორგანიზატორმა ლადო აფხაზავამ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ლანჩხუთის მოსახლეობას მონაწილეობა მიეღოთ აქციაში.
,,11 საათზე ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შემოგვიერთდით და ერთი დღე ვიმუშაოთ მოხალისეებად სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. ჩამოვიაროთ მოსახლეობა, მაღაზიები და შევაგროვოთ შემოწირულობა, რომელსაც მივიტანთ ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ხოლო შემდეგ მივაწვდით დაზარალებულ მოსახლეობას“
აქციის შედეგად შეგროვილი დახმარება გადაეგზავნება დაზარალებულ მოქალაქეებს თბილისში.