სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლა და დაესწრნენ საგაკვეთილო პროცესს, რომელიც ჰარკნესის მეთოდით მიმდინარეობს და დისკუსიით სწავლებას გულისხმობს.USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია მიზნად ისახავს, რომ სხვა სკოლებს გაუზიაროს დემოკრატიული სწავლებისა და მართვის პრინციპები. აკადემიის წარმომადგენლები ამზადებენ ონლაინ კურსებს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, მუშაობენ მოსწავლეთა თვითმმართველობის ქსელის შექმნაზე საქართველოს მასშტაბით და ორგანიზებას უკეთებენ ვორქშოპებს გამოცდილების გაზიარების მიზნით.