გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „მომავლისკენ“ მოსწავლეებმა, სოფლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს, სკოლასთან მისასვლელი გზის სავალალო მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეების შეხვედრას ადგილობრივ ხელისუფლებასთან გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქ-ნი ფლორა ასკეროვაც ესწრებოდა.
ქ-ნმა ფლორამ კლუბის წევრებს დახმარება აღუთქვა. მისი შუამდგომლობით და კომპანია „British Petroleum” – ის დახმარებით სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ წამოჭრილი, თემისთვის პრიორიტეტული პრობლემა მოგვარდა.
სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლის გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაიგო ხრეშის საფარი. დღეისათვის ჯანდარის საჯარო სკოლის 300-დე მოსწავლე, პედაგოგები და მშობლები სარგებლობენ სასკოლო სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივით აღდგენილი გზით.